ამ მომენტისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულია მინიმუმ 108 სპორტსმენი ან ის, ვინც სპორტთან არის დაკავშირებული. ყველაზე მეტნი არიან – იტალიელები და ესპანელები.
დაინფიცირებულია – 108 (ესპანეთი – 30, იტალია – 23, ბრიტანეთი – 11, გერმანია – 6, რუსეთი – 5, აშშ – 5, საფრანგეთი – 4, არგენტინა – 2, ბრაზილია – 2, ირანი – 2, პოლონეთი – 2, კორეა – 2, პორტუგალია – 2, ავსტრალია – 1, დანია – 1, საბერძნეთი – 1, კოლუმბია – 1, სერბეთი – 1, გამბია – 1, შვედეთი – 1, ნორვეგია – 1, ესტონეთი – 1, ფინეთი – 1, იაპონია – 1, დანარჩენი ინფიცირებულების ეროვნება არ სახელდება).
სპორტის სახეობების მიხედვით: 83 – ფეხბურთი, 13 – კალათბურთი, 6 – ველოსპორტი, 2 – ფორმულა 1, 2 – ჰოკეი, 1 – ჩოგბურთი, 1 – სათხილამურო რბოლა.
გარდაიცვალა – 4 (2 – ირანი, 1 – ესპანეთი, 1 – პორტუგალია). ყველა ფეხბურთიდან.
გამოჯანმრთელდა – 9.
კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 27 თებერვალს, იტალიაში დაფიქსირდა. მაშინ გამოცხადდა, რომ ინფექცია უპოვნეს სერია C-ს მოთამაშეს.
პირველად გარდაიცვალა 23 წლის ირანელი ქალი ფეხბურთელი ილჰამ შეიჰი. მისი სიკვდილის შესახებ ახალი ამბავი 28 თებერვალს გაჩნდა.
„იუტას“ ცენტრი რუდი გობერი პირველი დაინფიცირებული ფეხბურთელი გახდა NBA-ში. მისგან ინფექცია გადაედო თანაგუნდელ დონოვან მიტჩელს.
11 მარტს გამოცხადდა „იუვენტუსის“ ფეხბურთელის დანიელე რუგანის დაინფიცირების შესახებ. 17 მარტს მას შეუერთდა თანაგუნდელი ბლეზ მატუიდი.
12 მარტს გაჩნდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი აქვს „ლესტერის“ სამ ფეხბურთელს. იმავე დღეს ცნობილი გახდა „სამპდორიას“ ფორვარდის მანოლო გაბიადინის დაინფიცირების შესახებ.
13 მარტს ვირუსი აღმოაჩნდა „ჩელსის“ შემტევს კალუმ ჰადსონ-ოდოის.
15 მარტს ვირუსმა მიაღწია „ვალენსიამდე“. ამ გუნდის წარმომადგენელთა 35 პროცენტია დაინფიცირებული. თავიდან ვირუსი შეეყარა ესეკილ გარაის, შემდეგ დანარჩენებს.
16 მარტს გარდაიცვალა ორი მწვრთნელი – ესპანეთიდან და ირანიდან. 17 მარტს გარდაიცვალა მასაჟისტი მარიო ვერისიმო, რომელიც „ფლამენგოს“ მთავარი მწვრთნელის ჟორჟე ჟესუსის მეგობარი იყო. თავად ჟესუსსაც აღმოაჩნდა კორონავირუსი.
7 მარტს რეანიმაციაში მოხვდა „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი.
18 მარტს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს „ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდს კევინ დურანტს და მის სამ თანაგუნდელს. „სამპდორიამ“ გამოაცხადა, რომ კლუბში დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.
18 მარტს დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. „ოტავას“ ჰოკეისტის გვარს ჯერ საიდუმლოდ ინახავენ.