კორონავირუსი - სპორტის სამყაროდან ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა
კორონავირუსი - სპორტის სამყაროდან ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა

ამ მომენტისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულია მინიმუმ 68 სპორტსმენი ან სპორტთან დაკავშირებული ადამიანი. ყველაზე მეტი – იტალიელია (15).

დაინფიცირებულია – 68 (იტალია – 15, ბრიტანეთი – 11, გერმანია – 6, ესპანეთი – 6, რუსეთი – 4, აშშ – 4, საფრანგეთი – 3, არგენტინა – 2, ბრაზილია – 2, ირანი – 2, პოლონეთი – 2, კორეა – 2, ავსტრალია – 1, დანია – 1, საბერძნეთი – 1, კოლუმბია – 1, სერბეთი – 1, გამბია – 1, შვედეთი – 1, ნორვეგია – 1, ესტონეთი – 1, ფინეთი – 1).

სპორტის სახეობების მიხედვით: 48 – ფეხბურთი, 8 – კალათბურთი, 6 – ველოსპორტი, 3 – ფორმულა 1, 1 – ჰოკეი, 1 – ჩოგბურთი

გარდაიცვალა – 3 (2 – ირანი, 1 – ესპანეთი)

გამოჯანმრთელდა – 5 (1 – რუსეთი, 1 – იტალია, 2 – ბრიტანეთი, 1 – გამბია)

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 27 თებერვალს, იტალიაში დაფიქსირდა. მაშინ გამოცხადდა, რომ ინფექცია უპოვნეს სერია C-ს მოთამაშეს.

პირველად გარდაიცვალა 23 წლის ირანელი ქალი ფეხბურთელი ილჰამ შეიჰი. მისი სიკვდილის შესახებ ახალი ამბავი 28 თებერვალს გაჩნდა.

„იუტას“ ცენტრი რუდი გობერი პირველი დაინფიცირებული ფეხბურთელი გახდა NBA-ში. მისგან ინფექცია გადაედო თანაგუნდელ დონოვან მიტჩელს.

11 მარტს გამოცხადდა „იუვენტუსის“ ფეხბურთელის დანიელე რუგანის დაინფიცირების შესახებ.

12 მარტს გაჩნდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი აქვს „ლესტერის“ სამ ფეხბურთელს. იმავე დღეს ცნობილი გახდა „სამპდორიას“ ფორვარდის მანოლო გაბიადინის დაინფიცირების შესახებ.

13 მარტს ვირუსი აღმოაჩნდა „ჩელსის“ შემტევს კალუმ ჰადსონ-ოდოის.

15 მარტს ვირუსმა მიაღწია „ვალენსიამდე“. ამ გუნდის წარმომადგენელთა 35 პროცენტია დაინფიცირებული.