კორონავირუსი და ბოლო სპორტული ამბები - რონალდოს სასტუმრო არ დაუთმია
1. რუსეთის ფეხბურთის ჩემპიონატი იმ რამდენიმე ტურნირიდან ერთ-ერთია, რომელიც, კორონავირუსული პანდემიის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ შეჩერებულა.
2. ესპანეთის „ვალენსიას“ უკვე კორნავივირუსით ინფიცირებული სამი ფეხბურთელი ჰყავს – ელიაკიმ მანგალას შემდეგ, ვირუსი ეზეკიელ გარაი და ხოსე ლუის გაიასაც აღმოაჩნდათ.
3. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანო რონალდო პორტუგალიაში თავის სასტუმროებს საავადმყოფოებს უფასოდ გადასცემს. მაგრამ ეს სიმართლე არ აღმოჩნდა.
4. NBA-ში დავირუსებული პირველი მოთამაშე რუდი გობერი (რომლის გამოც ჩემპიონატი შეაჩერდა), გამოჯანმრთელდა.
5. უეფა ჯერ კიდევ თათბირობს, თუ როგორ უნდა დაასრულოს სეზონი ჩემპიონთა და ევროპა ლიგებში. ახალი ვარიანტი არის „საფინალოი ოთხი“, როგორც კალათბურთში.
6. ევრო 2020-ის გადავადება ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას უკვე მიმართა, რომ კალენდარში ცვლილებები შეიტანოს. იტალიელები შეწყვეტილი სეზონის დასრულებას აპირებენ.