კორონავირუსი აშშ-ის 13 შტატში არის დაფიქსირებული
კორონავირუსი აშშ-ის 13 შტატში არის დაფიქსირებული

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სულ მცირე 130-ია. ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი ქვეყნის 13 შტატში ფიქსირდება.

ყველაზე რთული მდგომარეობა კალიფორნიასა და ვაშინგტონშია. ვაშინგტონში კორონავირუსით ცხრა ადამიანი არის დაღუპული.