კორონამ ისევ შემოგვიტია - ფეხბურთი უმაყურებლო რეჟიმს უბრუნდება
კორონამ ისევ შემოგვიტია - ფეხბურთი უმაყურებლო რეჟიმს უბრუნდება

საქართველოში ეპიდემოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფეხბურთო შეხვედრები ისევ უმაყურებლოდ გაიმართება – ეს სამწუხარო სიახლე „საბურთალოს“ განცხადებიდან ირკვევა.

„საბურთალო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალურ მატჩს ქუთაისის „ტორპედოსთან“ 27 სექტემბერს გამართავს. დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყება. თუკი ბოლო დროს მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდული იყო, ახლა საერთოდ აღარ დაიშვებიან.

„შეხვედრას დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტირებული მედიის წარმომადგენლები. ახალი რეგულაციების თანახმად მათი რაოდენობა შეზღუდულია” – წერია „საბურთალოს” განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ეროვნულ საფეხბურთო ლიგებში თამაშები 25 ივნისს განახლდა, ხოლო გულშემატკივრებმა დასწრების უფლება ივლისში მიიღეს. სამწუხაროდ, ახლა კორონავირუსმა ისევ შემოგვიტია.