კორნუოლის ერთ-ერთი სასტუმრო, სადაც დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილეები განათავსეს, კორონავირუსის გავრცელების გამო დახურეს
ბრიტანეთში, კორნუოლის ერთ-ერთი სასტუმრო, სადაც დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილეები განათავსეს, „კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო დახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, სასტუმროში გერმანიის დელეგაციის წევრები და უცხოელი ჟურნალისტები რჩებოდნენ. კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა.
როგორც სასტუმროს მეპატრონემ განაცხადა, სასტუმრო მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და თანამშრომლები თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოვლენ.