„კორიერე დელო სპორტი“ - კილიან მბაპე 32 წლის ტრანსგენდერ მოდელს ხვდება #1TVSPORT
„კორიერე დელო სპორტი“ - კილიან მბაპე 32 წლის ტრანსგენდერ მოდელს ხვდება #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე 32 წლის ტრანსგენდერ მოდელს ინეს რაუს ხვდება, – დაწერა იტალიურმა გაზეთმა Corriere dello Sport-მა.

წყაროს ცნობით, მბაპესა და რაუს რომანი რამდენიმე თვეა გრძელდება. პირველად ისინი ერთად კანის ფესტივალზე შეამჩნიეს. მოგვიანებით, პაპარაცებმა 23 წლის ფეხბურთელი მოდელთან ერთად მბაპეს იახტაზე დააფიქსირეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ინეს რაუ მთელს მსოფლიოში იმით არის ცნობილი, რომ პირველი ტრანსგენდერი მოდელია, ვინც მამაკაცთა ჟურნალის Playboy-ს გარეკანზე მოხვდა. მან სქესის შეცვლის ოპერაცია 16 წლის ასაკში გადაიტანა, მაგრამ საჯაროდ ამის შესახებ 24 წლისამ გამოაცხადა.