კორღალიძეს ქალთა ბრიგადის მსაჯობა მოეწონა - მეხუთე ადგილი „საბურთალოსთვის“ წარუმატებლობაა
კორღალიძეს ქალთა ბრიგადის მსაჯობა მოეწონა - მეხუთე ადგილი „საბურთალოსთვის“ წარუმატებლობაა

32-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ სეზონი შეაფასა და განაცხადა, რომ კლუბისთვის წარუმატებელი იყო.

„ბოლო შეხვედრაში გავიმარჯვეთ და ზოგადად, ბოლო მატჩებში თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ, შეგვეძლო სამეულში მოხვედრა, მაგრამ გორში დასანანი შეხვედრა წავაგეთ. საბოლოოდ, სეზონი მეხუთე ადგილზე დავასრულეთ, რაც ჩვენი კლუბისთვის წარუმატებელი შედეგია. ვეცდებით მომავალ სეზონში უკეთესად ვიასპარეზოთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ“, – ამბობს ლევან კორღალიძე.

შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „საბურთალო“ – „სამტრედიას“ მატჩს ქალთა სამსაჯო ბრიგადა მოემსახურა. კორღალიძემ კომენტარი ამ საკითხზეც გააკეთა.

„ზოგადად არ მჩვევია მათი შეფასება, არც გამარჯვების დროს და არც წაგების შემთხვევაში. თუმცა, ახლა ვიტყვი, რომ სასიამოვნო სიახლე იყო. ვფიქრობ, ქალ მსაჯთა ბრიგადამ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ამ საინტერესო ნოვაციისთვის”, – განაცხადა კორღალიძემ.

დატოვე კომენტარი