საფეხბურთო კლუბ „კოპენჰაგენის“ თავდამსხმელ მაიკლ სანტოსს ბრალი ედება პოლიციელზე თავდასხმაში.
ინციდენტი ევროპა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩის დროს მოხდა, როდესაც დანიური გუნდი „სელტიკს“ ეთამაშებოდა, იტყობინება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC).
სანტოსმა ამ მატჩი პირველი გოლი გაიტანა, მეორე გოლის შემდეგ კი, რომლის ავტორი პეპ ბიელი გახდა, პოლიციელები შეეცადნენ ზედმეტად ემოციური ფეხბურთელები დაემშვიდებინათ, რა დროსაც, როგორც ირკვევა, სანტოსი ერთ-ერთ სამართალდამცავს თავს დაესხა.
მატჩის შემდეგ, შოტლანდიის პოლიციამ სანტოსი და ბიელი დააკავა, მათ გაესაუბრა და ბრალდებები წაუყენა.
კოპენჰაგენის პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, რომ ორივე ფეხბურთელი გუნდთან ერთად გაემგზავრა სახლში.
„ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ შოტლანდიის პოლიციასთან, თუ მათ მეტი ინფორმაცია დასჭირდებათ კლუბისგან“, – ნათქვამია „კოპენჰაგენის“ ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „სელტიკისა“ და „კოპენჰაგენის“ ორმატჩიანი დაპირისპირება დანიელების გამარჯვებით, 2:4 (1:1, 1:3) დასრულდა.