„კოპენჰაგენი“ მანჩესტერში „სიტისთან“ დამარცხდა - ხოჭოლავამ ავტოგოლი გაიტანა #1TVSPORT
დათა ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგაზე „კოპენჰაგენის“ მაისურით მესამე ტურში მაჩესტერში „სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:5.
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დანიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. იყო მოლოდინი, რომ პეპ გვარდიოლას გუნდთან „კოპენჰაგენს“ იოლი თამაში არ ელოდა და ასეც მოხდა.
„მანჩესტერ სიტიმ“ ანგარიში სწრაფად გახსნა – მე-7 წუთზე გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა, 32-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და ნორვეგიელ ვუნდერკინდს ლიგის 3 მატჩში 5 გოლი დაუგროვდა.
სამწუხაროდ, ხოჭოლავა ავტოგოლის ავტორი გახდა. 39-ე წუთზე სერხიო გომესის დარტყმული ბურთი ჯერ დანიელთა მცველს, დენის ვავროს მოხვდა, შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ასხლეტილი ბურთი ვერ აირიდა და ბადეში აღმოჩნდა.
„კოპენჰაგენისთვის“ მეორე ტაიმიც ცუდად დაიწყო – 55-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც უნაკლოდ გამოიყენა მაჰრეზიმ. 76-ე წუთზე კი მეხუთე გოლი ხულიან ალვარესმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„მანჩესტერ სიტიმ“ 4:0 მოიგო და 3 ტურის შემდეგ G ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ უქულოდ მეოთხე პოზიციაზეა.