კოპა ამერიკაზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა #1TVSPORT
კოპა ამერიკაზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა #1TVSPORT

ფაქტები

* არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ზედიზედ მე-6 პენალტების სერია მოიგო – 4 ნაკრებში და 2 კლუბში. ის არასოდეს დამარცხებულა 11-მეტრიანების სერიაში.

* არგენტინის ნაკრები ზედიზედ მეხუთედ გავიდა კოპა ამერიკის ნახევარფინალში. წინა ოთხი შემთხვევიდან გუნდი 2021 წელს ჩემპიონი გახდა, 2015 და 2016 წლებში ფინალში წააგო, 2019 წელს კი მესამე ადგილზე გავიდა.

* ლიონელ მესიმ კოპა ამერიკაზე გამართულ 3 მატჩში ერთი ქულა დააგროვა „გოლი+პასის“ სისტემით – კანადასთან მატჩში მან საგოლე გადაცემა შეასრულა.

* მესის ეკვადორის წინააღმდეგ 32 შეხება ჰქონდა ბურთთან. ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მისთვის ნაკრებში ბოლო 13 წლის განმავლობაში.

* ხამეს როდრიგესს 2024 წლის კოპა ამერიკაზე 5 შედეგიანი გადაცემა აქვს. ეს არის ბოლო 50 წელიწადში ტურნირის საუკეთესო შედეგის გამეორება. 5 საგოლე პასი ჰქონდათ: დენილსონს (ბრაზილია) 1997 წელს, ალექსს (ბრაზილია) 2004 წელს და ლიონელ მესის (არგენტინა) 2021 წელს.

* პანამასთან მეოთხედფინალის პირველ ტაიმში ხამეს როდრიგესს სამი შედეგიანი მოქმედება ჰქონდა. ასეთი რამ პირველად მოხდა კოპა ამერიკას ისტორიაში.

* პანამა მხოლოდ მეორედ მონაწილეობდა კოპა ამერიკაზე და პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

* ბრაზილიამ 2024 წლის კოპა ამერიკაზე ოთხიდან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო.

* ურუგვაი 2011 წლის შემდეგ პირველად გავიდა კოპა ამერიკის ნახევარფინალში. მაშინ გუნდი ჩემპიონი გახდა.

 

1/4-ფინალი

არგენტინა-ეკვადორი    1:1 პენ. 4:2

გოლები: 1:0 მარტინესი (35), 1:1 როდრიგესი (90+1)

არგენტინა: ემილიანო მარტინესი – მოლინა (90+5. მონტიელი), რომერო, ლისანდრო მარტინესი (78. ლო სელსო), ტალიაფიკო – ნიკოლას გონსალესი, დე პაული, ენცო ფერნანდესი (78. ოტამენდი), მაკ ალისტერი – მესი, ლაუტარო მარტინესი (65. ალვარესი)

 

ვენესუელა-კანადა           1:1 პენ. 3:4

გოლები: 0:1 შაფელბურგი (13), 1:1 რონდონი (64)

 

კოლუმბია-პანამა            5:0

გოლები: 1:0 კორდობა (8), 2:0 ხამეს როდრიგესი (15-პენ), 3:0 დიასი (41), 4:0 რიოსი (70), 5:0 ბორხა (90+4-პენ)

 

ურუგვაი-ბრაზილია        0:0 პენ. 4:2

ურუგვაი: როჩეტი, ოლივერა, არაუხო (33. ხიმენესი), ვინია (46. კასერესი), ვალვერდე, დე ლა კრუსი (67. ბენტანკური), უგარტე, არაუხო, პელისტრი (78. ვარელა), ნანდესი, ნუნიესი (78. დე არასკაეტა).

ბრაზილია: ალისონი, დანილო, მარკინიოსი, ედერ მილიტაო, არანა, ლუკას პაკეტა (81. დუგლას ლუისი), ბრუნო გიმარაეში (87. ევანილსონი), გომესი (81. პერეირა), რაფინია (82. სავიო), როდრიგო (87. მარტინელი), ენდრიკი.

გაძევება: ნანდესი (74. ურუგვაი).

1/2-ფინალი

10.06. არგენტინა-კანადა (04:00)

11.06. ურუგვაი-კოლუმბია (04:00)