კოპა ამერიკა 2024 | მეოთხედფინალური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია #1TVSPORT
აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკა 2024-ზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილი გახდა.
გამთენიისას D ჯგუფის მესამე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. ბრაზილიის ნაკრებმა კოლუმბიასთან 1:1 ითამაშა, ხოლო კოსტა რიკამ პარაგვაი 2:1 დაამარცხა.
მეოთხედფინალური ეტაპი 5 ივლისს დაიწყება. კოპა ამერიკის მოქმედი გამარჯვებული არგენტინა ჰიუსტონში ეკვადორის ნაკრებს შეხვდება.
კოპა ამერიკა 2024 | მეოთხედფინალური ეტაპის განრიგი:
არგენტინა – ეკვადორი (5 ივლისი, ჰიუსტონი)
ვენესუელა – კანადა (6 ივლისი, არლინგტონი)
ურუგვაი – ბრაზილია (7 ივლისი, პარადაისი)
კოლუმბია – პანამა (7 ივლისი, გრენდეილი)
ნახევარფინალში არგენტინისა და ეკვადორის წყვილში გამარჯვებული ვენესუელა-კანადას შორის საუკეთესოს შეხვდება, ხოლო ურუგვაისა და ბრაზილიას შორის მოგებული ფინალში გასასვლელად კოლუმბიას ან პანამას დაუპირისპირდება.
კოპა ამერიკის ფინალი 15 ივლისს მაიამიში ჩატარდება.