კონტროლის გაძლიერების მიზნით, კახეთის შესასვლელებთან საგუშაგოების მოწყობა იგეგმება
კონტროლის გაძლიერების მიზნით, კახეთის შესასვლელებთან საგუშაგოების მოწყობა იგეგმება

კონტროლის გაძლიერების მიზნით, კახეთის შესასვლელებთან საგუშაგოების მოწყობა იგეგმება.

სავარაუდოდ, ორი ლოკაცია შეირჩევა, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, შემსვლელ და გამომსვლელ  მგზავრებს თერმოსკრინინიგით შეამოწმებენ.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და თვითიზოლაციაში მყოფ არცერთ მოქალაქეს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება, საგანგებო მდგომარობიდან გამომდინარე, პრევენციული ზომების გამკაცრება საჭიროა.

„რეგიონში საეჭვო პაცინტი არ გვყვავს, თუმცა პრევენციული ზომების გამკაცრებას და რეგიონში ბლოკ-პოსტის განთავსებას ვფიქრობთ. რადგან ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, საჭიროა მგზავრებზე ზედამხედველობის გამკაცრება, თუმცა ჯერ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, როგორც კარანტინიდან, ასევე თვითიზოლაციიდან სამედიცინო დაწესებულებაში არცერთი მოქალაქე არ გადაუყვანიათ.

ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 227 მოქალაქე, ცხრა საკარანტინო სივრცეში კი 603 პირი იმყოფება.