კონტეს მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნა სურს
კონტეს მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნა სურს

იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს, რადგან ელოდება ახალ ამბებს მანჩესტერ იუნაიტედიდან.

ბრიტანული ექსპრესის (express.uk) ინფორმაციით, იუნაიტედის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ოლე-გუნარ სოლსკიაერით, რომელმაც მარტის ბოლოს სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან. ბოლო ცხრა ტურში გუნდმა შვიდი მატჩი წააგო და მეექვსე ადგილზეა ჩემპიონთა ლიგის ზონიდან სამქულიანი ჩამორჩენით.

ჩელსიდან წასვლის შემდეგ, 49 წლის კონტეს რომასა და ინტერში იწვევდენ, მაგრამ ის ელოდება სიტუაციის გარკვევას მანჩესტერ იუნაიტედში, რადგან სურს ამ კლუბის გაწვრთნა.

ჟოზე მოურინიოს გაშვების შემდეგ, იუნაიტედის ხელმძღვანელობა იტალიელის კანდიდატურასაც განიხილავდა.