კონტემ შეიძლება შეცვალოს ალეგრი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე #1TVSPORT
იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე შეიძლება „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Radio Radio.
წყაროს ცნობით, კონტე უკვე მოელაპარაკა ტურინელთა ხელმძღვანელობას კონტრაქტის პირობებზე. ის „იუვენტუსს“ 2023-24 წლების სეზონში ჩაუდგება სათავეში და შეცვლის ამჟამინდელ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის.
კონტე „იუვენტუსს“ 2011-14 წლებში ავარჯიშებდა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ტოტენჰემი“ (2021-23).