კონტემ იუვენტუსთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართა
კონტემ იუვენტუსთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართა

იუვენტუსისა და ჩელსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე შესაძლოა, ტურინულ კლუბში დაბრუნდეს. როგორც სქაი სპორტსი ამტკიცებს, 49 წლის იტალიელმა სპეციალისტმა უკვე ჩაატარა წინასწარი მოლაპარაკებები იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან.

სამშაბათს იტალიის ჩემპიონმა წააგო აიაქსთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალი (1:2) და ტურნირს გამოეთიშა. ამის შემდეგ პრესაში დაიწერა, რომ ტურინელთა ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის წლევანდელი სეზონის შემდეგ დაითხოვენ პოსტიდან.

კონტეს ხელმძღვანელობით იუვენტუსი სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, აგრეთვე ორჯერ მოიგო ქვეყნის სუპერთასი.