კონტემ დე ბრუინზე ისაუბრა - იმედი მაქვს, გაბრაზებული მატჩის შედეგზე იყო #1TVSPORT
კევინ დე ბრუინი იტალიის ჩემპიონატში „მილანთან“ წაგებულ (1:2) მატჩში ანტონიო კონტემ 72-ე წუთზე შეცვალა. ბელგიელი ნახევარმცველი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებით გაბრაზებული ჩანდა.
მატჩის შემდეგ კონტემ დე ბრუინის შესახებ ისაუბრა:
„იმედი მაქვს, გაბრაზებული შედეგზე იყო. თუ სხვა რაიმეზე გაბრაზდა, მაშინ არასწორი ადრესატი ჰყავს“.
„მინდოდა, ერთი-ერთზე თამაშისთვის მოედანზე ახალი ფეხბურთელები შემომეყვანა, რადგან „მილანი“ სივრცეებს აქტიურად კეტავდა. შეცვლებს იმიტომ აკეთებ, რომ დადებითი შედეგი მიიღო და ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი“.
აღსანიშნავია, რომ კევინ დე ბრუინი „ნაპოლიში“ კარგად გამოიყურება. გამოცდილმა ნახევარმცველმა იტალიის ჩემპიონატის 5 ტურში 3 გოლი გაიტანა.