კონტემ „ჩელსის“ სასამართლო მოუგო და 10 მილიონს მიიღებს
კონტემ „ჩელსის“ სასამართლო მოუგო და 10 მილიონს მიიღებს

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სასამართლო პროცესი მოუგო ყოფილ კლუბს და ახლა სოლიდურ ფულად კომპენსაციას მიიღებს.

როგორც გაზეთი „თაიმსი“ წერს, საარბიტრაჟო სასამართლომ იტალიელის მხარე დაიჭირა და დაავალდებულა „ჩელსი“, 10.5 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით გადაუხადოს. ამასთან, ინგლისურ კლუბს აქვს უფლება გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება ლონდონის უმაღლეს სასამართლოში.

2018 წლის 12 ივლისს, კონტე დაითხოვეს „ჩელსიდან“ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო. გუნდთან ერთად მან მოიგო ჩემპიონატი და ინგლისის თასი. ის შეცვალა მეორე იტალიელმა, მაურიციო სარიმ.