კონსტანტინე პეტრიაშვილი თვის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა #1TVSPORT
კონსტანტინე პეტრიაშვილი თვის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა #1TVSPORT

კონსტანტინე პეტრიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ აგვისტოს თვის საუკეთესო თავისუფალ სტილით მოჭიდავედ დაასახელა

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია:

„კონსტანტინე პეტრიაშვილმა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ, ორი დღის განმავლობაში გამორჩეული ჭიდაობა აჩვენა 92კგ წონით კატეგორიაში და პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

გასულ წელს მან მოიპოვა ბრინჯაოს მედლები 80კგ წონით კატეგორიაში, მაგრამ წელს ავიდა ზედა წონაში (92კგ), მოიგო ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი ნოვი სადში (ივლისში) და ახლა აქვს ორივე, კონტინენტური და მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულები. პეტრიაშვილი იასპარეზებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც შემდეგ კვირას ესპანეთში, პონტევედრაში გაიმართება“.