ურსულა ფონ დერ ლაიენი რუმინეთში საზღვაო დრონის აფეთქებას გამოეხმაურა - „ევროკავშირის რეაქცია ვითარების სიმძიმის შესაბამისი უნდა იყოს“
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოლიდარობა გამოუცხადა რუმინეთს ქალაქ კონსტანცის პორტში საზღვაო დრონის აფეთქების გამო.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს რუსეთის მხირდან უკრაინის წინააღმდეგ ომის პირდაპირი შედეგია.
„ეს სულ უფრო პირდაპირ საფრთხე ხდება ჩვენი აღმოსავლეთ საზღვრის ქვეყნებისთვის. ჩვენი სოლიდარობა უპირობოა ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომლებიც ამ საფრთხეების წინაშე დგანან“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის რეაქცია ვითარების სიმძიმის შესაბამისი უნდა იყოს. მისი თქმით, ევროპა მნიშვნელოვან სახსრებს დებს უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო საშუალებებში, საჰაერო თავდაცვასა და ადრეული გაფრთხილების სისტემებში.
რუმინეთის ქალაქ კონსტანცის პორტში საზღვაო უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა, რის შემდეგაც პორტიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.