კონსერვატორიაში დავით ალადაშვილის კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა
კონსერვატორიაში დავით ალადაშვილის კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა

პიანისტმა დავით ალადაშვილმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის საღამო გამართა.

ცნობილმა პიანისტმა დღეს მხოლოდ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა. მსგავსი პროგრამით დავით ალადაშვილმა კონცერტები მანამდე უცხოეთში არაერთ სცენაზე გამართა, ამჯერად კი უკვდავი კომპოზიციები თბილისში გააცოცხლა.

რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელისა და სხვა კლასიკოსი კომპოზიტორების ცნობილ ნაწარმოებებთან ერთად, დღეს კონსერვატორიაში დავით ევგენიძის პიესის პრემიერაც შედგა. კომპოზიცია ევგენიძემ სტუდენტობის პერიოდში დაწერა და მისი ქართული პრემიერა დღეს კონსერვატორიაში გაიმართა.