კონორ ო'ში - ბოლო წლებში საქართველო ძალიან კარგად გამოიყურება [ვიდეო]

საქართველო – იტალია მატჩის წინ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, კონორ ო’შიმ ვრცელი კომენტარი იტალიის რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდთან გააკეთა.

„ბოლო წლებში საქართველო ძალიან კარგად გამოიყურება. ეტყობათ სწორი მუშაობის შედეგი. ამის გათვალისწინებით ჩემი სურვილია რომ უფრო მაღალ ტემპში ვითამაშოთ ბურთით ხელში და გამოვიყენოთ ის უპირატესობები რაც გვაქვს, მათ შორის მაღალ ბურთებზე თამაშის დროსაც.

მთელი მატჩის განმავლობაში თამაშის ტემპის კონტროლი აუცილებელია და შაბათის მატჩი ამისთვის კარგი შანსია. მილტონ ჰეიგმა და მაიკლ ბრედლიმ ძალიან სერიოზული სამუშაო გასწიეს. სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რეგულარულად ხვდება მსოფლიოზე ახერხებს იქ მოგებას და არ აქვს მსოფლიო თასი.

საქართველო, იტალია, არგენტინა, ფიჯი, ტონგა ეს გუნდები ჯერ კიდევ განვითარების პროცესში არიან რათა სხვადასხვა გზებით უმაღლეს დონეს მიაღწიონ. ჩვენ განვითარების საკუთარი ხედვა გვაქვს და ამ გზაზე ხვალინდელი თამაშის მოგება აუცილებელია. სულელი არ ვარ, შესანიშნავად მესმის ამ თამაშის მნიშვნელობა. სზორედ ასეთი თამაშების მოგებაა აუცილებელი უმაღლესი მიზნების მისაღწევად.“ – განაცხადა ო’შიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალია საქართველოს დაპირისპირება ხვალ, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება.