კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს ექვსი თვე ვერ დაუბრუნდება
კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს ექვსი თვე ვერ დაუბრუნდება

გასულ შაბათს აბუ დაბიში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (UFC 257) შედგა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს კონორ მაკგრეგორი დაუბრუნდა და ბევრისთვის მოულოდნელად, დასტინ პორიესთან ნოკაუტით დამარცხდა.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ირლანდიელი ბრძოლას 180 დღე ვერ შეძლებს. მან ფეხის საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც მისი მარცხი.

ექვსთვიანი აკრძალვა ასევე შეეხოთ მეტ ფრევოლასა და ენდრიუ სანჩესს.

მებრძოლების სია, რომლებსაც სამედიცინო დასკვნებით, ოქტაგონთან დროებით უქმობა მოუწევთ:

მაიკლ ჩენდლერი – 7 დღე.

დენ ჰუკერი – 45 დღე.

ჯოან კალდერვუდი – 7 დღე.

ჯესიკა აი – 45 დღე.

მახმუმ მურადოვი – 30 დღე.