აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ცნობილ მებრძოლ კონორ მაკგრეგორს კვლავ პრობლემები აქვს.
ირლანდიელი პოლიციამ კორსიკაზე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ინციდენტის გამო დააპატიმრა. როგორც სამართალდამცავების ანგარიშშია არის აღნიშნული, 32 წლის მაკგრეგორი უღირსი და ყოვლად მიუღებელი საქციელით გამოირჩა.
მსოფლიო მედია ასევე იუწყება, რომ მაკგრეგორს პოლიცია სექსუალურ ძალადობაშიც ადანაშაულებს და სექსუალური ქცევის დემონსტრირებას ედავება. ამ უკანასკნელში სახალხოდ გაშიშვლება იგულისხმება. ირლანდიელი მებრძოლი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მისმა მენეჯერმა, აუდი ატარმა, „ნიუ იორკ პოსტს“ (New York Post) გაუგზავნა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მაკგრეგორი უდანაშაულოა და არავითარ შემთხვევაში არ გახდება მათი სამიზნე, ვისაც სტატიის ხმაურიანი სათაურით გამოქვეყნება სურთ.
აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს ჯერჯერობით თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. დანა ვაიტმა კი „ემ-ემ-ეი-ჯანქისთან“ (MMAJUNKIE) საუბრისას ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:
„არ აქვს მნიშვნელობა კარიერა დაასრულე თუ არა, საკუთარი თავისთვის პრობლების შექმნა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. მე საკმარის ინფორმაციას არ ვფლობ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. მე იგივე წავიკითხე ინტერნეტში. კონორს კარიერა დასრულებული აქვს. ამის შემდეგ მე მასთან საუბარი არ მქონია. დარწმუნებული ვარ, რომ მას ჩემი დახმარება ან რჩევა არ ესაჭიროება, თუმცა თუ დასჭირდება მან იცის ჩემი ნომერი“, – განაცხადა ვაიტმა.