კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ მოამზადა „ფარას“ გამკაცრების კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, ინფლუენსერებზეც გავრცელდეს

10:21, 17.09.2026

იუსტიციის დეპარტამენტი მკაცრ ზომებს ატარებს არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტი ცვლის „ფარას“.

„ჩემი ახალი კანონპროექტი ცვლილებებს შეიტანს „ფარას“ კანონში, რათა მისი მოქმედება გავრცელდეს ინფლუენსერებზეც, მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში“, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი.

ცნობისთვის, იუსტიციის დეპარტამენტს სურს, საზოგადოებას შეახსენოს ფედერალური კანონების შესახებ, რომლებიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი შეერთებულ შტატებში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ. შეერთებულ შტატებში იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამია, რომ ასეთი რეგისტრაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„კანონიერი პროტესტი და დამოუკიდებელი ინტერესების დაცვა დაცული უფლებებია. თუმცა, თუ უცხო ქვეყნის მთავრობა ან უცხოელი სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას შეერთებულ შტატებში, შესაძლოა, ამოქმედდეს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფედერალური კანონები. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. გაეცანით თქვენს ვალდებულებებს FARA-სა და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 951-ე მუხლის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი