კონგრესმენი მარკუეინ მალინი - მხარს დავუჭერ ქართველ ხალხს მათ ბრძოლაში ძლიერი დემოკრატიისთვის
კონგრესმენი მარკუეინ მალინი - მხარს დავუჭერ ქართველ ხალხს მათ ბრძოლაში ძლიერი დემოკრატიისთვის

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი, მარკუეინ მალინი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა.

„გახარებული ვარ, როცა ვხედავ, რომ საქართველომ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები უფრო პროპორციული არჩევნებისთვის. ეს არის დიდი ნაბიჯი ნამდვილ დემოკრატიად გადაქცევისკენ, მაგრამ საქმე კიდევ ბევრია. მე მხარს დავუჭერ ქართველ ხალხს მათ ბრძოლაში ძლიერი დემოკრატიისთვის“, – წერს კონგრესმენი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.