კონგრესმენი ჯო უილსონი - სალომე ზურაბიშვილთან კარგი საუბარი მქონდა, ვეთანხმები, რომ საქართველოსთვის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
კონგრესმენი ჯო უილსონი - სალომე ზურაბიშვილთან კარგი საუბარი მქონდა, ვეთანხმები, რომ საქართველოსთვის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია

ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, საქართველოსთვის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია, საქართველოს ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ წარმოადგენს, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან კარგი საუბარი ჰქონდა.

​„მქონდა კარგი საუბარი საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის მომენტში, ის არის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. ვეთანხმები მას, საქართველოსთვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. საქართველოს ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ წარმოადგენს“, – წერს ჯო უილსონი.