კონგრესმენი დონ ბეიკონი ​- სანქციები საკმარისი აღარ არის, საჭიროა ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, ვიდრე გვიანი არ არის, რათა რუსეთს შეჭრა ძვირი დაუჯდეს
კონგრესმენი დონ ბეიკონი ​- სანქციები საკმარისი აღარ არის, საჭიროა ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, ვიდრე გვიანი არ არის, რათა რუსეთს შეჭრა ძვირი დაუჯდეს

კონგრესმენი დონ ბეიკონი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.

„შევხვდი საქართველოს წარმომადგენლებს, რათა გვემსჯელა რუსეთისგან სუვერენული ქვეყნების დაცვის სტრატეგიაზე. სანქციები საკმარისი აღარ არის. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, ვიდრე გვიანი არ არის, რათა რუსეთს შეჭრა ძვირი დაუჯდეს“, – წერს კონგრესმენი.