კონგრესმენი დონ ბეიკონი - სანქციები საკმარისი აღარ არის, საჭიროა ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, ვიდრე გვიანი არ არის, რათა რუსეთს შეჭრა ძვირი დაუჯდეს
კონგრესმენი დონ ბეიკონი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.
„შევხვდი საქართველოს წარმომადგენლებს, რათა გვემსჯელა რუსეთისგან სუვერენული ქვეყნების დაცვის სტრატეგიაზე. სანქციები საკმარისი აღარ არის. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, ვიდრე გვიანი არ არის, რათა რუსეთს შეჭრა ძვირი დაუჯდეს“, – წერს კონგრესმენი.
I met with representatives of the nation of Georgia, @BakradzeDavid, @IrakliBeraiaMP, & @Samkharadze79 to discuss defense strategy against Russian meddling in sovereign nations. Sanctions are not enough. We need to arm our partners to make invasion costly before it’s too late. pic.twitter.com/ctrUm1Oa31
— Rep. Don Bacon (@RepDonBacon) December 7, 2021