კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და ჯიმი პანეტამ კონგრესში პაკისტანის დემოკრატიის მხარდამჭერი აქტი წარადგინეს
კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და ჯიმი პანეტამ კონგრესში პაკისტანის დემოკრატიის მხარდამჭერი აქტი წარადგინეს

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა კონგრესში პაკისტანის დემოკრატიის მხარდამჭერი აქტი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯო უილსონის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მთავარ მიზანს პაკისტანში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვა, ასევე კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

„მჯერა, აშშ-პაკისტანის ურთიერთობები მაშინაა ყველაზე ძლიერი, როცა პაკისტანი თავის დემოკრატიულ იდეალებს მიჰყვება. სამყაროში, სადაც რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრის გამო გაჩაღებულია კონფლიქტი, რომელიც ჩვენი არჩევანი არ ყოფილა, და სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიები და ძალის სამართალზე დამყარებული დიქტატურები, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთელ მსოფლიოში, მათ შორის, პაკისტანშიც“, – აცხადებს უილსონი.

კანონპროექტს კიდევ ერთი ავტორია კონგრესმენი ჯიმი პანეტა.