კონფერენსლიგა | ქუთაისის „ტორპედო“ „ზირასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ სუმგაითში „ზირას“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.
აზერბაიჯანელებმა, რომელთა რიგებშიც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი და თავდამსხმელი დავით ვოლკოვი თამაშობდნენ, უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს.
ეს შედეგშიც ლოგიკურად აისახა. 32-ე წუთზე „ზირა“ რუან რენატოს გოლით დაწინაურდა, 47-ე წუთზე „ტორპედოს“ კარი საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა ვოლკოვმა აიღო, 63-ე წუთზე კი რენატომ პენალტით დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ქუთაისელები 16 ივლისს აზერბაიჯანულ გუნდს საპასუხო მატჩში „რამაზ შენგელია-არენაზე“ უმასპინძელებენ და წყვილის გამარჯვებული გაირკვევა.