კონფერენსლიგა 2022/23 - გაიმართა 1/8 ფინალის წილისყრა #1TVSPORT
კონფერენსლიგა 2022/23 - გაიმართა 1/8 ფინალის წილისყრა #1TVSPORT

შვეიცარიის ნიონში კონფერენსლიგის მერვედფინალის პირველი ნაწილის წილისყრა გაიმართა.

კონფერენსლიგის მერვედფინალური ეტაპი ორ ნაწილად გაიმართება. პირველ ნაწილში ერთმანეთს შეხვდებიან კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მეორეადგილოსნები (განთესილები) და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნები (განუთესავები).

გუნდები მერვედფინალური ეტაპის პირველ ნაწილში ასე დაწყვილდნენ:

 

ყარაბაღი (აზერბაიჯანი)-გენტი (ბელგია)

ტრაბზონსფორი (თურქეთი)-ბაზელი (შვეიცარია)

ლაციო (იტალია)-კლუჟი (რუმინეთი)

ბოდო გლიმტი (ნორვეგია)-ლეხი (პოლონეთი)

ბრაგა (პორტუგალია)-ფიორენტინა (იტალია)

აეკ ლარნაკა (კვიპროსი)-დნიპრო (უკრაინა)

შერიფი (მოლდოვა)-პარტიზანი (სერბეთი)

ლუდოგორეცი (ბულგარეთი)-ანდერლეხტი (ბელგია)

 

პირველი მატჩები 16 თებერვალს გაიმართება, განმეორებით – 23 თებერვალს.

 

შემდეგ იქნება მერვედფინალის მეორე ნაწილი, რომელშიც შეხვდებიან პირველ ნაწილში გამარჯვებული რვა გუნდი და კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული (ბაშაქშეჰირი, ვესტ ჰემი, ვილიარეალი, ნიცა, ალკმაარი, იურგორდენი, შივასი, სლოვანი).

ამ ნაწილის წილისყრა 24 თებერვალს გაიმართება.