კონფერენს ლიგის პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში „იბერია“ ირლანდიურ ან აზერბაიჯანულ გუნდს შეხვდება #1TVSPORT
კონფერენს ლიგის პლეი ოფში თბილისის „იბერიასა“ და „ბაშაქშეჰირის“ წყვილში გამარჯვებული ირლანდიურ „სენტ პატრიკსსა“ და აზერბაიჯანულ „საბაჰს“ შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.
„ბაშაქშეჰირი“ თურქეთის სუპერლიგის მეოთხეადგილოსანი გუნდია. მისი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ქართულ გუნდს უფრო სუსტი მეტოქე ეყოლება. მესამე ეტაპზე გამარჯვებული პლეი ოფში მეტოქეს 22 აგვისტოს ესტუმრება, ხოლო 29 აგვისტოს უმასპინძლებს.
უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია“ „ბაშაქშეჰირს“ 8 აგვისტოს შეხვდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.