კონფერენს ლიგის პლეი ოფი - გუგეშაშვილმა ძირითადში ითამაშა, „ლეხში“ მხოლოდ კვეკვესკირი გამოჩნდა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის პლეი ოფი - გუგეშაშვილმა ძირითადში ითამაშა, „ლეხში“ მხოლოდ კვეკვესკირი გამოჩნდა #1TVSPORT

ლუკა გუგეშაშვილმა „ყარაბახის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა „გენტის“ წინააღმდეგ (რომელსაც გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი ეკუთვნის) – კონფერენს ლიგის 1/16-ფინალის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანულმა კლუბმა 1:0 მოიგო.

ქართველმა მეკარემ აზერბაიჯანის ჩემპიონის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და 90+2-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „ყარაბახს“ ბელგიურ კლუბთან რთული თამაშის ჩატარება მოუხდა, მაგრამ 78-ე წუთზე ანდრადეს გატანილი გოლით „გენტი“ დაამარცხა.

პოლონეთის ჩემპიონი პოზნანის „ლეხი“ ნორვეგიაში რთულ მეტოქეს, „ბოდო გლიმტს“ ესტუმრა და გასვლით მატჩში პროგრამა მინიმუმი შეასრულა – მატჩი 0:0 დასრულდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა კვეკვესკირი, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოებში დარჩა.

კონფერენს ლიგის პლეი ოფის (1/16 ფინალის) განმეორებითი შეხვედრები 23 თებერვალს გაიმართება.