კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დასრულდა - ქართველი ლეგიონერები ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ #1TVSPORT
სტამბოლში კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირის მონაწილე 32 გუნდი რვა ჯგუფში განაწილდა.
საინტერესოა, რომ ქართველი ლეგიონერების გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზევე დაუპირისპირდებიან.
A ჯგუფი
ლასკ-ი, თელ ავივის მაკაბი, ალაშკერტი, ჰიკი
B ჯგუფი
გენტი, პარტიზანი, ფლორა, ანორთოსისი (გენტ- ჩაკვეტაძე, ანორთოსისი – ქეცბაია, ლორია, კაჭარავა)
C ჯგუფი
რომა, ზორია, ცსკა სოფია, ბუდიო-გლიმტი
D ჯგუფი
ალკმაარი, ჩფრ, იაბლონეცი, რანერსი
E ჯგუფი
სლავია, ფეიენოორდი, უნიონი, მაკაბი ჰაიფა
F ჯგუფი
კოპენჰაგენი, პაოკ-ი, სლოვანი, ლინკოლნი (კოპენჰაგენი – ხოჭოლავა, სლოვანი – კაშია, კანკავა, პაოკ-ი – ნინუა)
G ჯგუფი
ტოტენჰემი, რენი, ვიტესი, მურა
H ჯგუფი
ბაზელი, ყარაბაღი, ყაირათი, ომონია
პირველი ტური – 16 სექტემბერი, მეორე ტური – 30 სექტემბერი, მესამე ტური – 21 ოქტომბერი, მეოთხე ტური – 4 ნოემბერი, მეხუთე ტური – 25 ნოემბერი, მეექვსე ტური – 9 დეკემბერი.
კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში პირდაპირ გადავლენ ჯგუფების გამარჯვებულები, მეორეადგილოსნები კი ევროპალიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან პლეი ოფში ითამაშებენ.