კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დასრულდა - ქართველი ლეგიონერები ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ #1TVSPORT
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დასრულდა - ქართველი ლეგიონერები ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ #1TVSPORT

სტამბოლში კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირის მონაწილე 32 გუნდი რვა ჯგუფში განაწილდა.

საინტერესოა, რომ ქართველი ლეგიონერების გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზევე დაუპირისპირდებიან.

A ჯგუფი

ლასკ-ი, თელ ავივის მაკაბი, ალაშკერტი, ჰიკი 

B ჯგუფი

გენტი, პარტიზანი, ფლორა,  ანორთოსისი (გენტ- ჩაკვეტაძე, ანორთოსისი – ქეცბაია, ლორია, კაჭარავა)

C ჯგუფი

რომა, ზორია, ცსკა სოფია, ბუდიო-გლიმტი

D ჯგუფი

ალკმაარი, ჩფრ, იაბლონეცი, რანერსი

E ჯგუფი

სლავია, ფეიენოორდი, უნიონი, მაკაბი ჰაიფა

F ჯგუფი

კოპენჰაგენი, პაოკ-ი, სლოვანი, ლინკოლნი (კოპენჰაგენი – ხოჭოლავა, სლოვანი – კაშია, კანკავა, პაოკ-ი – ნინუა)

G ჯგუფი

ტოტენჰემი, რენი, ვიტესი, მურა

H ჯგუფი

ბაზელი, ყარაბაღი, ყაირათი, ომონია

პირველი ტური – 16 სექტემბერი, მეორე ტური – 30 სექტემბერი, მესამე ტური – 21 ოქტომბერი, მეოთხე ტური – 4 ნოემბერი, მეხუთე ტური – 25 ნოემბერი, მეექვსე ტური – 9 დეკემბერი.

კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში პირდაპირ გადავლენ ჯგუფების გამარჯვებულები, მეორეადგილოსნები კი  ევროპალიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან პლეი ოფში ითამაშებენ.