კონფერენს ლიგაზე „რუბინის“ განაცხადში კვარაცხელია არ შეიყვანეს - თუმცა ხვიჩა ჯერ არ მიდის #1TVSPORT
ყაზანის „რუბინი“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში პოლონურ „რაკუვს“ შეხვდება. გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელთა განაცხადი წარადგინა, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად, მთავარ სიაში ხვიჩა კვარაცხელია არ შეიყვანეს.
ამასთან დაკავშირებით „რუბინმა“ კომენტარი გააკეთა. აღმოჩნდა, რომ საკუთარი აღზრდილების სიმცირის გამო, ყაზანელებმა განაცხადში ადგილები ოთხით შეამცირეს და სხვა გუნდებისგან განსხვავებით, მთავარ სიაში არა 25, არამედ 21 ფეხბურთელი შეიყვანეს.
უეფა-ს რეგლამენტით, 21-წლამდე მოთამაშეების დამატება „ბ“ სიაშია შესაძლებელი. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კი 20 წლისაა და შესაბამისად, მთავარ განაცხადში არყოფნის მიუხედავად, „რაკუვის“ წინააღმდეგ ითამაშებს.
მეტიც – „სპორტ-ექსპრესის“ ცნობით, რომ კვარაცხელია გუნდიდან არ მიდის. ყაზანის „რუბინმა“ ერთ-ერთი ლიდერი დენის მაკაროვი მოსკოვის „დინამოში“ 9 მილიონ ევროდ გაყიდა, რაც რუსული გამოცემის მტკიცებით იმას ნიშნავს, რომ გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას სასურველ თანხად გაყიდვა ვერ მოახერხა.
კონფერენს ლიგის მესამე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი „რაკუვსა“ და „რუბინს“ შორის 5 აგვისტოს პოლონეთში გაიმართება. განმეორებით შეხვედრას ყაზანი 12 აგვისტოს უმასპინძლებს.