„ტოტენჰემის“ ფანები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურნენ - ის მცველებს აშინებს, საუკეთესო ტალანტია #1TVSPORT
„ტოტენჰემის“ ფანები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურნენ - ის მცველებს აშინებს, საუკეთესო ტალანტია #1TVSPORT

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის გრანდი, „ტოტენჰემი“ დაინტერესდა. ამ ინფორმაციის თანახმად, რუსეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის საფასურად ლონდონური კლუბი მზადაა, 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს.

ინგლისურმა გამოცემა tbrfootball-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა.

„ლონდონის „ტოტენჰემი“ იმ ოთხ კლუბს შორისაა, რომლებსაც ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმება სურს. რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელი ფორმაშია და დიდი ევროპული კლუბებისთვის საინტერესოა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა კვარაცხელიამ, მხოლოდ 20 წლისამ, თავი გასულ სეზონში ყაზანის „რუბინში“ ჩატარებულ თამაშებში გამოიჩინა“, – წერს გამოცემა tbrfootball.

ინგლისური გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერს „ტოტენჰემის“ ფანებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ყველაზე საინტერესო კომენტარები გამოქვეყნდა.

„მე მისი თამაშის ყურება მიყვარს – ის მცველებს აშინებს.“

„რაო? ეს ერთ-ერთი სიურპრიზია!“

„ბიჭი ქართული პოსტერიდან! საუკეთესო ტალანტია!“

„ის გასაოცარი იყო, როდესაც საქართველო ესპანეთთან თამაშობდა. მის შესახებ მხოლოდ ეს ვიცი.“