ნიონში, უეფა-ს შტაბბინაში კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ მეტოქეები გამოავლინა – ქუთაისელები ალბანეთის „ტირანას“ შეხვდებიან, „დინამოს“ მეტოქე კი მონტენეგროს „მორნარი“ იქნება.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები – 11 ივლისს, საპასუხო კი 18 ივლისს გაიმართება.
რაც შეეხება მესამე ქართულ გუნდს, თბილისის „იბერია“ გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგები:
მორნარი (მონტენეგრო) – დინამო (თბილისი, საქართველო)
ტორპედო (საქართველო) – ტირანა (ალბანეთი)
ნოა (სომხეთი) – შკენდია (მაკედონია)
მალიშევა (კოსოვო) – ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო)
ველეჟ მოსტარი (ბოსნია) – ინტერ დ’ესკალდსი (ანდორა)
ლა ფიორიტა (სან მარინო) – ისლოში (ბელარუსი)
ტიკვესი (ჩრდ. მაკედონია) – ბრეიდაბლიკი (ისლანდია)
ატლეტიკ დ’ესკალდსი (ანდორა) – დიდელანჟი (ლუქსემბურგი)
შელბურნი (ირლანდია) – სტ, ჯოსეპი (გიბრალტარი)
კარნარფონი (უელსი) – კრუსეიდერსი (ჩრდ. ირლანდია)
ფლორიანა (მალტა) – ტრე პენე (სან მარინო)
მარსალოკი (მალტა) – პარტიზანი (ალბანეთი)
ტორპედო (ბელარუსი) – მილსამი (მოლდოვა)
აქტობე (ყაზახეთი) – სარაევო (ბოსნია)
კალევი (ესტონეთი) – ურარტუ (სომხეთი)
სტრასენი (ლუქსემბურგი) – კუოპსი (ფინეთი)
აუდა (ლატვია) – ტორსჰავნი (ფარერები)
შიაულაი (ლიეტუვა) – ლევადია (ესტონეთი)
ბრავო (სლოვენია) – ქონან ნომადსი (უელსი)
ვალური (ისლანდია) – ვლაჟნია (ალბანეთი)
ვაასა (ფინეთი) – ჟალგირისი (ლიეტუვა)
სტარნანი (ისლანდია) – ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია
ბალა თაუნი (უელსი) – პაიდე (ესტონეთი)
ვიკინგური (ფარერები) – ლიეპაია (ლატვია)
მაპიესი (გიბრალტარი) – დერი სიტი (ირლანდია)