კონფერენს-ლიგა | თბილისის „იბერიასთან“ მატჩამდე „პარტიზანი“ კაპიტანმა და განელმა თავდამსხმელმა დატოვეს #1TVSPORT
კონფერენს-ლიგაზე თბილისის „იბერიასთან“ საპასუხო შეხვედრამდე ტირანას „პარტიზანი“ გუნდის კაპიტანმა, ვალენტინო მურატაიმ დატოვა, – ინფორმაციას ალბანური გამოცემა „პანორამა სპორტი“ ავრცელებს.
„ვალენტინო მურატაი „პარტიზანის“ მოთამაშე აღარ არის. 27 წლის ფეხბურთელის წასვლა მოულოდნელი იყო, რადგან სამ სეზონზე მეტი ხნის განმავლობაში ის შეუცვლელი მოთამაშე გახლდათ.
მისი კონტრაქტი ერთი სეზონის შემდეგ იწურებოდა, მაგრამ მხარეებმა დაშორება გადაწყვიტეს. ეს არ იყო კონფლიქტის შედეგი. მურატაის სურდა, წასულიყო და უკეთესი შესაძლებლობა ეპოვა.
გუნდი ასევე დატოვა ალფრედ მენსამ, რომელიც კარიერას კოსოვოს ჩემპიონ „ბალკანში“ გააგრძელებს. ეს განელმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა“, – წერს „პანორამა სპორტი“.