კონფერენს ლიგა | „დინამო თბილისი“ პოდგორიცაში გაემგზავრა - თორიკე ოქრიაშვილი განაცხადში არ არის #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ჩაფრინდა, სადაც კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მორნარს“ დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში არ ითამაშებს თორნიკე ოქრიაშვილი.
„დინამო თბილისი“ „მორნართან“ მატჩისთვის შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა.
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი, დაჩი ჩოჩოშვილი;
მცველები: სანდრო კალანდაძე, კიკე ლოპესი, ნიკოლოზ უგრეხელიძე, საბა ხარებაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, გიორგი გვასალია, საბა ხვადაგიანი.
ნახევარმცველები: ნოდარ ლომინაძე, ლევან ოსიყმაშვილი, ნიკოლოზ სიხარულაშვილი, ოსკარ სანტისი, დომონიკ საიმონი, საბა სამუშია, ნიკოლოზ ცეცხლაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი.
თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი, ვახტანგ სალია, დავით სხირტლაძე.
„დინამო თბილისისა“ და „მორნარის“ შეხვედრა ხუთშაბათს, 11 ივლისს პოდგორიცაში 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა თბილისში1 8 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.