კონექტიკუტის შტატში, ღამის კლუბში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა
ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰართფორდის ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლის შედეგად.
სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია. მძიმედ არის დაჭრილი კიდევ ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. თუმცა, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
წინასწარი მონაცემებით, ცეცხლის გახსნამდე შელაპარაკება მოხდა, რის გამოც, პოლიცია ვარაუდობს, რომ საქმე კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას ეხება და ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.