კონდოლიზა რაისი - რუსეთმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ადეკვატურ პასუხს იმსახურებს
კონდოლიზა რაისი - რუსეთმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ადეკვატურ პასუხს იმსახურებს

რუსეთმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ადეკვატურ პასუხს იმსახურებს, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა უკრაინულ გამოცემა „ნოვაია ვრემიასთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია სწორად იქცევა, როდესაც უკრაინის არმიას შეიარაღებით ეხმარება.

„რუსეთის ხელისუფლებამ უკვე გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი და ადეკვატურ პასუხს იმსახურებს. ნებადართული საზღვრების ხაზი უკრაინის არმიის დახმარების გზით უნდა გაავლო. ამიტომ, მე მხარს ვუჭერ უკრაინის შეიარაღებას, NATO-ს ბატალიონების განთავსებას პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. საბედნიეროდ, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთობლივი სანქციები შეათანხმეს რუსეთის წინააღმდეგ და ეს უნდა გაგრძელდეს. ახლა მნიშვნელოვანია რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმის საშუალებები გამოიძებნოს. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობა არ არის კარგი იდეა“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

მისივე თქმით, უკრაინამ რუსეთისგან დასაცავად დემოკრატიული რეფორმები უნდა გააგრძელოს და ეკონომიკა გაამყაროს.