კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ბოლო ექვს წელიწადში გაორმაგდა და შინამეურნეობის 82% შეადგინა
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ბოლო ექვს წელიწადში გაორმაგდა და შინამეურნეობის 82% შეადგინა

ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ბოლო ექვს წელიწადში გაორმაგდა და შინამეურნეობის 82% შეადგინა, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა კვლავ დინამიურად მზარდია.

„2019 წელს ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციამ – 80.8% შეადგინა და აბონენტების რაოდენობა 73 ათასით გაიზარდა. 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია. 2019 წელს საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტთან წვდომა 896 ათას ოჯახს ჰქონდა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 914 ათასამდე გაიზარდა და 82% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით, ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია, ამერიკას კი ამავე პარამეტრით უსწრებს“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

დატოვე კომენტარი