კომუნიკაციების კომისიამ სექტემბრის თვის შეჯამება გამოაქვეყნა
კომუნიკაციების კომისიამ სექტემბრის თვის შეჯამება გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ სექტემბრის თვის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა. კომისიის ინფორმაციით, საზოგადოებას და სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებით დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის გასული თვის საქმიანობისა და პროექტების შესახებ.

ამასთან, კომისიაში განმარტავენ, რომ ComCom დაიჯესტში შეჯამებულია სექტემბრის თვეში კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დაიჯესტში ასევე თავმოყრილია მედიააკადემიისა და მედიაწიგნიერების პროექტების შესახებ ინფორმაცია.

სექტემბრის თვის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტის დეტალურად ნახვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი.