კომპანია „ყაზტრანსგაზ" თბილისმა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
კომპანია „ყაზტრანსგაზ" თბილისმა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

კომპანია „ყაზტრანსგაზ” თბილისმა, დედაქალაქის უსაფრთხო და სტაბილური გაზმომარაგების მიზნით, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, Dn 500 მმ-იანი გაზსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული გაზსადენი ექსპლუატაციაში გასული საუკუნის 60-იან წლებში შევიდა და მას შემდეგ სარემონტო ან სხვა სამუშაოები არ ჩატარებულა.

„ყაზტრანსგაზის“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოხდება მილის კოროზირებული მონაკვეთების შეცვლა გაცილებით უფრო გამძლე და უსაფრთხო პოლიეთილენის მილით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება არ შეფერხდება. 10 დღის განმავლობაში მტკვრის მარცხენა სანაპიროს აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.

„ყაზტრანსგაზ თბილისმა“ დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების მიზნით დაიწყო მასშტაბური სამუშაოები. ეს არის ძლიერ კოროზირებული მილსადენების გამოცვლა. აღნიშნული გაზსადენი, რომელიც მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, აშენებულია გასული საუკუნის 60- იან წლებში და მას შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. დღეს ჩვენ დავიწყეთ აღნიშნული გაზსადენის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაახლოებით 150 მეტრიანი მონაკვეთის შეცვლის სამუშაოები ახალი პოლიეთილენის მილით“, – განაცხადა „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა, გიგლა თამაზაშვილმა.