კომპანია „უოლტ დისნეი“ პანდემიის გამო 2021 წლის პირველ ნახევარში 32 000 თანამშრომელს დაითხოვს
კომპანია „უოლტ დისნეი“ პანდემიის გამო 2021 წლის პირველ ნახევარში 32 000 თანამშრომელს დაითხოვს

კომპანია „უოლტ დისნეი“ პანდემიის გამო 2021 წლის პირველ ნახევარში 32 000 თანამშრომელს დაითხოვს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემცირება თავდაპირველად კომპანიის თემატური პარკების თანამშრომლებს შეეხებათ, რადგან პანდემიის გამო გაუგებარია, როდის შეძლებენ პარკები მუშაობის სრულფასოვნად განახლებას. კომპანიაში თანაშრომლების შემცირების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ სექტემბერში გაკეთდა, თუმცა „დისნეიში“ მაშინ აცხადებდნენ, რომ 28 ათასი თანამშრომლის შემცირებას გეგმავდნენ.

პანდემიის გამო კვლავ დახურულია პარიზის დისნეილენდი. შანხაიში, ჰონკ კონგსა და ტოკიოში მდებარე კომპანიის თემატური პარკები კი ჯერ ჯერობით ღიაა.