კომპანია „ნილის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებისთვის საკვების მიწოდებისას ჰქონდათ პრობლემები, თუმცა მის აღმოფხვრაზე მუშაობენ
კომპანია „ნილის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებისთვის საკვების მიწოდებისას ჰქონდათ პრობლემები, თუმცა მის აღმოფხვრაზე მუშაობენ

კომპანია „ნილის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებისთვის საკვების მიწოდებისას ჰქონდათ პრობლემები, თუმცა მის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს კომპანია „ნილის“ დირექტორმა, კახა გიორგაძემ განუცხადა, კომპანიას ჰქონდა მიწოდების დროს დაგვიანების შემთხვევები, რაც გამოწვეული იყო საცობებისა და რიგ შემთხვევაში კომპანიის ბრალეულობით.

„საგადასახადო კუთხით დავალიანების გამო წამოიშვა ინკასო, თუმცა უკვე მოხსნილია. არანაირი ხელშეკრულების გაწყვეტა არ მოხდება. ჩემი ბანკის ანგარიშებთან არ მქონდა წვდომა დაახლოებით 10 დღე. აქედან გამომდინარე, მერიამ დაიზღვია თავი, რომ რამე შეფერხება არ მომხდარიყო კვებით მომსახურებაში. საბანკო სექტორთან თუ მექნება წვდომა, ისევ ჩვეულებრივ გაგრძელდება ურთიერთობა და ეს წვდომა მექნება. ხელშეკრულება არ შეწყდება, შესრულდება პირნათლად, როგორც აქამდე ვასრულებდით“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

დედაქალაქის მერიაში დრეს განაცხადეს, რომ ბაღებისთვის საკვების მიმწოდებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულება გაუქმდეს. როგორც მერიაში განმარტეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რის გამო ვერ განახორციელებს კომპანია „ნილი“ თავის მოვალეობებს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ბაღებში საკვები პროდუქტის მიწოდება განახორციელოს შეუფერხებლად.