კომპანია „მაკაფის“ დამფუძნებელი ჯონ მაკაფი ესპანეთის ციხეში გარდაიცვალა

00:15, 24.06.2021

კომპანია „მაკაფის“ დამფუძნებელი ჯონ მაკაფი ესპანეთის ციხეში გარდაიცვალა. იუსტიციის სამინისტრო გარდაცვალების წინასწარ მიზეზად სუიციდს ასახელებს.

75 წლის ჯონ მაკაფი ბარსელონის აეროპორტში 2020 წლის 3 ოქტომბერს, აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს. მას გადასახადებისთვის თავის არიდებაში სდებდნენ ბრალს. ცოტა ხნის წინ, ესპანეთის სასამართლომ მისი შტატებში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანია „მაკაფი“ ანტივირუსულ პროგრამებს ქმნის.

მსგავსი