კომპანია „აიპლიუსმა“ სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო ნიღბები გადასცა
კომპანია „აიპლიუსმა“ სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო ნიღბები გადასცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია „აიპლიუსმა“ სამედიცინო ნიღბები უსასყიდლოდ გადასცა, – ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიღბები სასწრაფო დახმარების მედპერსონალს დაურიგდება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. ვფიქრობ, სასწრაფო დახმარების მედიკოსების მხარდაჭერა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის წინა ხაზზე ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დავით ტორუამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალი სრულად არის აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით.